პროექტის სახელი: ტაო–კლარჯეთის საგანმანათლებლო კერები.
პროექტის მოკლე აღწერა: ტაო–კლარჯეთის ისტორიის გაცნობა;ისტორიული კუთხე გუშინ და დღეს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ტაო–კლარჯეთის ისტორიას;მოიძიებენ ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას ამ კუთხის შესახებ. შეისწავლიან ქართული სოფლების ყოფა–ცხოვრებას; მეტყველებას;ლეგენდებს და თქმულებებს; განიხილავენ გრიგოლ ხანძთელს, როგორც ძლიერი და ერთიანი საქართველოს მესაძირკვლეს; შეისწავლიან ტაო–კლარჯეთის საგანმანათლებლო კერების როლს ჩვენი მწერლობის ისტორიაში; მოახდენენ კვლევა–ძიებას ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ისტორიაში...
მონაწილეთა ასაკი:14–15 წლის მოსწავლეები (IX კლასი)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ფოტო ალბომის შექმნა; ნახატების დახატვა; ესეს დაწერა; საპრეზენტაციო თემის მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეო–ფილმისა და ფოტოკოლაჟის პრეზენტაცია,სასკოლე ღონისძიება: ,,გრიგოლ ხანძთელი–,,უდაბნოთა ქალაქმყოფელი’’, კონფერენციის მოწყობა.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ინტერნეტით დაუკავშირდებიან სხვა სკოლების ბავშვებს და ფართო მასებს გააცნობენ ისტორიული ტაო–კლარჯეთის საგანმანათლებლო კერებს, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ისეთი ღირებული ფასეულობები ,როგორიცაა ისტორიული წარსულის პატივისცემა, ძეგლების დაცვა და შესწავლა.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა:განუვითარდებათ ზოგადად საკომუნიკაციო უნარები(წერა, კითხვა,მოსმენა,საუბარი);თვითშემიქმედებითობის უნარი(ლექსების,ჩანახატების შექმნა),კვლევა–ძიების,დისკუსიის, პრეზენტაციის უნარ–ჩვევები.
ისტორია:მოსწავლეები შეძლებენ სანდო ისტორიული წყაროების შესწავლის საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანას; ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა დაპატივისცემას.
ხელოვნება:ტაო–კლარჯეთის თემაზე შექმნილი ფოტო–ვიდეო მასალის,არქიტექტურის,ფოლკლორის შესწავლით ჩამოუყალიბდებათ ესთეთიკური ხედვა.
პროექტის ფასილიტატორი: მარინე ასპანიძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:maspanidse@gmail.com.
No comments:
Post a Comment